თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოტივირებული მოწაფეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სკოლის VIIIდ კლასის მოსწავლეებმა - გიორგი არაბულმა, უტა გორგოძემ და ნინო ნაკაშიძემ, მონაწილეობა მიიღეს ესეების ლიტერატურულ კონკურსში სახელწოდებით - „წიგნების სამყარო-სამყარო ნათელი ფერებით“.
მოსწავლეებმა კონკურსზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს. მთელი საქართველოს მასშტაბით დაჯილდოვდა 10 საუკეთესო მონაწილე. მათ შორის იყვნენ უტა გორგოძე და ნინო ნაკაშიძე. მათ გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნები. კონკურსის გამარჯვებული კი გახდა N133 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი არაბული.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლა ულოცავს გიორგის, უტასა და ნინოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. მომავალში ვუსურვებთ მეტ წარმატებასა და წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: