„ჩემი პირველი წიგნი“ - ბახვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შემეცნებითი ღონისძიება 
01-05-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.

ცხადია, მოსწავლე-მასწავლებლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე.

მათ შორის, კვირეულის ფარგლებში, ბახვის ბიბლიოთეკამ და ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ეკატერინე არუსიამ, პირველკლასელთა ჩართულობით, ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი პირველი წიგნი“.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა, ერთობლივად წაიკითხეს მასწავლებლის მიერ შექმნილი წიგნი და დასასრულს ბიბლიოთეკაში არსებულ საბავშვო წიგნებს გაეცნენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...