ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრულის ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს.
პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობა შეახსენეს, მოსწავლეებმა კი შერჩეული ლიტერატურა წაიკითხეს, წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.
„გილოცავთ წიგნიერების დღეს! წიგნი არის ცოდნისა და წარმოსახვის უსაზღვრო წყარო.
გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონდეთ სურვილი წაკითხვისა, სწავლისა და საკუთარი თავის განვითარებისა. ნუ შეწყვეტთ კითხვას — რადგან ყოველი გვერდი ახალი შესაძლებლობაა“,- ამ სიტყვებით მიმართეს პედაგოგებმა მოსწავლეებს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“.
იხილეთ ფოტოები: