თივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე სიამაყით იზეიმეს 
01-05-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და მის როლზე ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, გაიხსენეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ფარნავაზ მეფე, ხაზგასმით აღნიშნეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობა და მოსწავლეებთან ერთად გაილაშქრეს ბარბარიზმების წინააღმდეგ. 

მოსწავლეებმა ასევე ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ჩვენი ქვეყნის სიდიადეს. 

„ეს არის დღე, როდესაც ვაფასებთ და ვზეიმობთ ჩვენს მშვენიერ ქართულ ენას — იმ საგანძურს, რომელიც ჩვენს იდენტობას, ისტორიას და კულტურას აერთიანებს. ვამაყობთ, რომ ამ უნიკალური ენის მატარებელი ვართ. ვუსურვებთ ყველას ენით სიამაყეს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი მშობლიური ენა“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...