მცხეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლეიც ითვალისწინებს განათლების ხელშეწყობას სხადასხვა მიმართულებით.
დოკუმენტში გაწერილია, რომ საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება ექნებათ, მიიღებენ 250 ლარს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური წახალისება გაიცემა სემესტრულად.
„საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის წარჩინებულ მოსწავლეებზე ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემა ხდება სასწავლო წლის ყოველი სემესტრის ბოლოს 250 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.