საკონსულტაციო საბჭოები ბაღებში - ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები
07-05-2025

საჯარო ბაღებში უნდა იყოს საკონსულტაციო საბჭოები. რამდენი წევრისგან შედგება, რა ფუნქცია აქვთ და რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეიკრიბონ საბჭოს წევრები - დეტალები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონშია გაწერილი.

საკონსულტაციო საბჭოს ჰყავს 7 წევრი:

ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი.

საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი.

საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ ვადის ერთხელ განახლების უფლებით.       

საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საჯარო დაწესებულების წესდებით.

საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს.

საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 4-ჯერ.

საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

საკონსულტაციო საბჭო:

ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს;

გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად;

დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...