დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი აქტივობა წარმოადგინეს
30-04-2025

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში: ნახატებით, პოსტერებით, თანატოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის - ნატო ნანავას ხელმძღვანელობითა და უშუალო ჩართულებით, შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი აქტივობა წარმოადგინეს. 

ბავშვებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე, ჩაერთნენ გამწვანების აქციაში და ისიც აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...