გაზაფხულის დღესასწაული და ლამაზი ღონისძიება ჟდანოვის საჯარო სკოლაში
30-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, ჟდანოვის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია გაზაფახულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის  ფარლებშიც, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ უთხრეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.

„ქალთა თვის აღსანიშნავად, სამცხე ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, გ. კრუნკიანის ხელმძღვანელობით, საყვარელ დედებს ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს, რომლის ფარგლებშიც იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და გაითამაშეს მცირე წარმოდგენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს და მშობლიურ სკოლაში გატარებული კიდევ ერთი დღე აქციეს ნამდვილ დღესასწაულად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...