„ჩემი თვალით დანახული დედამიწა“ - ზესტაფონის N5 სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
30-04-2025

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ცხადია, სკოლაში მასშტაბურად აღინიშნა დედამიწის დღე. ამ გარემსდაცვით დღესასწაულს კვირეული მიეძღვა. 

კვირეული დაიგეგმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე (კათედრის გამგე  დალი ბარათაშვილი) და მასში სკოლის თითქმის ყველა კლასი ჩაერთო. 

კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია ბარბაქაძე)  ბუნებისმეტყველების პედაგოგ თამარ ხაბულიანთან ერთად .

მე-5 კლასელებმა სასწავლო თემის შესწავლის შემდეგ, ბუნებისმეტყველების პროგრამულ და თავად მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, შექმნეს რესურსები, პლაკატები და დიაგრამები, რომლებშიც თავიანთი თვალით დანახული დედამიწა წარმოაჩინეს. გამოფენასაც ასე უწოდეს -„ჩემი თვალით დანახული დედამიწა“, რომელმაც დამთვალიერებელთა ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...