ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
სკოლის მე-3, მე-5, მე-6 მე-8 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით, 25 აპრილს შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ენისა და წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეებს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, ისაუბრეს მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე. აღნიშნეს, რომ იყო ფარნავაზ მეფე, რომელმაც განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული. დასძინეს, რომ დედა ენა არის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.
თემატიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს თუ რატომ არის საავტორო უფლებები მნიშვნელოვანი და რატომ უნდა დავიცვათ შემოქმედთა შრომა. ამ ნაწილშიც თემატიკიდან გამომდინარე წაიკითხეს წიგნზე ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილმა და მე-3 კლასის მოსწავლე ელენე მაისურაძემ გამართეს სასცენო წარმოდგენა თემაზე - „წიგნი და საავტორო უფლებები. ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვა (ბარბარე მაისურაძე (VI კლასი), ანანო კურტანიძე (VI კლასი), მარიამ ხუციშვილი (VI კლასი) და მაია რიჟამაძე (მე-8 კლასის ხელმძღვანელი).
დირექციამ მადლობა გადაუხადა მე-3 კლასის ხელმძღვანელს - ლელა მჭედლიძეს, მე-5 კლასის დამრიგებელს - ნათია კაპანაძეს, მე-6 კლასის ხელმძღვანელ ლელა სხილაძეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მე-8 კლასის ხელმძღვანელ მაია რიჟაამაძეს, ეკატერინე თედეშვილს და ხელოვნების პედაგოგ ანა ღამბარაშვილს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: