
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
ახლახან, მოსწავლეები გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ.
26 აპრილს, სკოლის მოსწავლეებმა და თბილისის იუნკერთა სახელობის N52 საჯარო სკოლის მე-12დ კლასელებმა, ვარკეთილისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი ცაცხვის ხე დარგეს.
„დარგე ხე! გაამწვანე გარემო!“- ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
სკოლაში მადლობას უხიდან პროექტის ავტორს ბატონ ვანო გულუაშვილს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: