„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
30-04-2025

დედამიწის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში. 

ბუნების მასწავლებლის თამარ მწითურის ინიციატივით გაიმართა საინტერესო აქტივობები, მათ შროის მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანახატები, დადგეს პატარა წარმოდგენები, დაამზადეს კედლის გაზეთები, დახატეს... 

„დედამიწა ჩვენი სახლია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ“, -ამ სლოგანით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, მრავალფეროვანი აქტივობებით. როგორც პედაგოგმა აღნიშნა, თითოეული მოსწავლის ნამუშევარში იგრძნობოდა ზრუნვა, მოფრთხილება და დიდი სიყვარული ბუნებისადმი.

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს“, -აღნიშნა თამარ მწითურმა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...