ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყობა -  მრავალფეროვანი აქტივობები დედამიწის დღის აღსანიშნავად
30-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლაში, დედამიწის კვირეულის ფარგლებში ყველაზე დიდი, ეროვნული დღესასწაულის - დედამიწის საერთაშორისო დღის, შემაჯამებელი, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა.

ლ. ონიანის ხელმძღვანელობით განხორციელუბ პროექტში სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი სახლია“ სკოლის თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოზარდება შექმნეს პრეზენტაციები, პოსტერები, თემატური ნახატები.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადსხვა საგნის პედაგოგები:

ფილოლოგებმა მარინა ბრეგვაძემ და ნანა სვანიძემ მოსწავლეებს მოამზადებინეს მხატვრული ნაწარმოებები, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან.

დიდი მოწონება დაიმსახურა დედამიწის დღის თემაზე შესრულებულმა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ნახატებმა, რომელიც სპეციალური მასწავლებლის ლალი გვიშიანის ხელმძღვანელობით შესრულდა. 

საინტერესო და ინოვაციური იდეებით წარმოადგინეს დედამიწა ფიზიკის პედაგოგმა, ლელა ჭაბუკიანმა და თავის მეთერთმეტე კლასელებთან ერთად. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათემატიკის მასწავლებელი ნათია ყურაშვილი და მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეები.

მოზარდებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები, დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს დედამიწის დღის დაარსების ისტორია და მნიშვნელობა, უპასუხეს საკონკურსო თემატურ კითხვეებს. გაიმართა ფილმის ჩვენება „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“...

ბოლოს კი ბიოლოგიის მასწავლებლის, ნანა ფუტკარაძის ინიციატივით მოსწავლე-მასწავლებლებმა დარგეს როგორც მრავალწლიანი ნერგები, ასევე ყვავილები და სკოლის ლამაზ, მწვანე ეზოში ახალი სკვერის მოწყობას ჩაეყარა საფუძველი.

იხილეთ ვიდეობი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...