შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
01-05-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში ახალისებენ და მხარს უჭერენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან. 

მათ შორის, სკოლის მე-3-მე-5 კლასელთა გუნდმა - „არწივები“ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია BRAENS.GE-ს მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“.

მათ წარმატებით დაძლიეს, როგორც შიდასასკოლო, ასევე საქალაქო ტური და გადავიდნენ რეგიონალურ ტურში. შეჯიბრი 27 აპრილს გაიმართა. ამ დღეს მოსწავლეებს წინასაქალაქო პირველობაში წარმატებით მონაწილეობისთვის გადაეცათ დიპლომები. 

გუნდში ირიცხებიან:

1) ანი  დარბაიძე  (კაპიტანი);

2) ლოლა დარბაიძე;

3) დავით დარბაიძე;

4) მარიამ ქავთარაძე.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება და მოწაფეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...