თბილისის N103 საჯარო სკოლაში მასწავლებლების გიორგი კაციას, ნინი ამონიშვილისა და ანა ბურთიკაშვილის ინიციატივით საინტერესო პროექტი ჩატარდა დედამიწის დღის აღსანიშნად.
აქტივობის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„პროექტის ფარგლებში სკოლაში გვესტუმრნენ ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ IXა და IXს კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც გააცნეს სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ბავშვებს გადასცეს საინტერესო სახელმძღვანელოები და სამაგიდო თამაში. თავის მხრივ, მოსწავლეებმა შექმნეს ბანერები და პრეზენტაციები, სადაც წარმოაჩინეს თუ რა საფრთხის წინაშეა ჩვენი პლანეტა: წყლის, ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ისაუბრეს ანთროპოგენული ფაქტორების მნიშვნელობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: