მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა 
30-04-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, სკოლაში დედამიწის დღე მასშტაბურად აღინიშნა. 22 აპრილიდან - 26 აპრილის ჩათვლით სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა. 

გარემოსდაცვითი დღეები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა და მოიცავდა არაერთ ეკოაქტივობას

მათ შორის მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს ბროშურები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. მოაწყვეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა, წაიკითხეს საყვარელი პოეტების ლექსები. 

26 აპრილს ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაცია და ვიქტორინა-კონკურსი, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...