სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება და საინტერესო ეკოაქტივობები
30-04-2025

ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში ჩატარდა დედამიწის კვირეულის შემაჯამებელი მასშტაბური ღონისძიება. კვირეულის ფარგლებში კი არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა სხვადასხვა კლასში:

მე-2 კლასის მოსწავლეებმა ნახეს ზღაპარი - „დედამიწის დაბადების დღე“, სადაც მულტფილმის მთავარმა გმირმა, დედამიწამ, უამბო მათ, თუ რატომ და როგორ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას, რა უნდა გააკეთონ ამისათვის. მათ ძალიან მოეწონათ ზღაპარი და სიამოვნებით გაუზიარეს ის სხვა მოსწავლეებს.

მე-3-მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა თქვეს ლექსები დედამიწაზე, შექმნეს ლამაზი თემატური პოსტერები და დაწერეს ფურცლებზე გზავნილები მსმენელებისთვის, რითიც მოუწოდეს ყველას დედამიწის გაფრთხილებისკენ.

მე-6 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ ღონისძიებაში და წარმოადგინეს დედამიწის მონოლოგი, სადაც დედამიწა გამოთქვამს თავის დიდ წუხილს ბავშვების წინაშე და მოუწოდებს მათ გაერთიანებისკენ ბუნების, გარემოს დაცვის საქმეში.

მოსწავლეებმა ნათლად გაიზრეს რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

„ამ ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო - მოსწავლეების მიერ იმის გაცნობიერება, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას უდიდესი მოფრთხილება სჭირდება, და რომ თითოეული ბავშვის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...