ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
მათ შორის აღსანიშნავია, პირველკლასელთა კომპლექსური დავალება თემაზე - „ციფრული რესურსი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით“.
მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების დახმარებით, საინტერესო ციფრული ნამუშევრები შექმნეს და კლასში პრეზენტაცია გამართეს. აჩვენეს, როგორ გამოიყენება გეომეტრიული ფიგურები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ვარა გალიბინი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: