ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო საინტერესო შემეცნებითი თავგადასავალია.
პედაგოგები პატარების მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მრავალფეროვან სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, პირველკლასელთა მუსიკის სახალისო გაკვეთილი თემაზე - „წითელქუდა“. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაი რიჟამაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა. აქტივობა მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით წარიმართა.
პირველი კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად დიორამა ააწყვეს და ცნობილი ზღაპარი „გააცოცხლეს“. პატარებმა როლები თავადვე მოირგეს და ზღაპარი დადგეს.
მშობლების აქტიური ჩართულობით გახალისდნენ პატარები, რაც მათ ინტერესსა და მოტივაციაზე აისახა.
„ამით მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, ურთიერთობის, გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები“,- გვეუბნება მუსიკის პედაგოგი და მშობლებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: