ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ და არაერთ შემეცნებით აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტები ხალისით შეისწავლეს. პედაგოგმა მათ არაერთი საინტერესო აქტივობა შესთავაზა. სასწავლო პროცესი მეტად შემოქმედებითი აღმოჩნდა, მე-5ა და მე-5ბ კლასების მოსწავლეებმა - მარიამ ჩავლეშვილმა, სესილი გოგოლაშვილმა, ლიკა კარალიოვამ, მარიტა ღლონტმა, სესილი თაყაიშვილმა და მარიამ დარჩიამ მზის სისტემის მოდელები შექმნეს და მათი პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
„გამორჩეულად ხელმარჯვე მე-5 კლასელები ასე ეცნობიან კოსმოსის საოცრებებს“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწაველეთა შემოქმედებითობა.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: