ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელი ანდრია ადეიშვილი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
30-04-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მე-2 კლასელი ანდრია ადეიშვილის მორიგ წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-2 კლასელმა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში „ნოე ჟორდანიას თასი - 2025" წარმატებით იასპარეზა და გურიის რეგიონიდან საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლის მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი ნიჭიერი ანდრია ადეიშვილის, კიდევ ერთი წარმატება, ლანჩხუთის საერთაშორისო ტურნირში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლის წარმატებით ხარობენ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 270 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირის მხარდამჭერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...