დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მოსწავლეები საინტერესო შემეცნებითი ღონისძიებით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვენელობაზე, გარემოსდაცვით საკითხებსა და ინიციატივებზე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობაზე. ბოლოს კი ერთხმად აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და დედამიწის მოვლა ჩვენი ვალია.
იხილეთ ვიდეომასალა: