ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ წიგნის მოყვარული მოსწავლეები და მათი საინტერესო პრეზენტაცია 
30-04-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს „ნორჩ მკითხველთა კლუბი“, რომლის წევრებიც მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან და სხვადასხვა ნაწარმოებებს განიხილავენ და ერთმანეთს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებენ. კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სოფიკო აბესაძე გახლავთ.

ახლახან, „ნორჩ მკითხველთა კლუბმა“ საინტერესო პრეზენტაცია გამართა, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღესა და წიგნის ჩუქების კამპანიას დაამთხვია. 

პრეზენტაცია მე-7 კლასელებმა გამართეს და თეა ლომაძის - „წერილი ბოთლში“ განიხილეს. 

„წიგნი ხომ ჩვენი საუკეთესო მეგობარია!“ - აღნიშნავენ მოსწავლეები და მხატვრული ლიტერატურის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას აგრძელებნ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...