გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წელიწადის დროებზე საინტერესო პოსტერი შექმნეს 
01-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსური ბუნების მქონე საინტერესო დავალებაზე, რომელიც გულისხმობდა პოსტერის შექმნას წელიწადის დროებზე.

შემოქმედებითი მიდგომის შედეგად, სადაც ინტეგრირებულად გამოიყენეს საგნობრივი ცოდნა - ბუნებისმეტყველებიდან, ქართული ენიდან, ხელოვნებიდან, მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერი. თვალსაჩინოება ასახავდა წელიწადის ოთხივე დროს – გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს.

პოსტერზე წარმოდგენილი იყო როგორც მხატვრული ილუსტრაციები, ისე თითოეული სეზონის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენების, აღწერები.

მოსწავლეებისთვის დავალება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...