თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და ახალგაზრდებს სხვადასხვა შესაძლებლობებს აცნობენ.
ახლახან, სკოლას ესტუმრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. აკადემიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა პროფესიის უფასოდ დაუფლების შესაძლებლობა.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: