პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
V კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პოსტერი დაამზადეს და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს დედამიწის მოდელი. ნამუშევრით კი გამოხატეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ბუნების სიყვარული.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი და ერთხმად აღნიშნეს, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება“.
იხილეთ ფოტოები: