ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშისტური რეჟიმის სისასტიკე ანა ფრანკის დღიურის მაგალითზე განიხილეს
30-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადახვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა და მოითხოვს როგორ დამოუკიდებელ, ისე გუნდურ დამოუკიდებელ მუშაობასა და ავითარებს კვლევა-ძიების უნარებს. 

ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაციები ანა ფრანკის ცხოვრებისა და მისი ისტორიის შესახებ, იმსჯელეს მისი დღიურის მნიშვნელობაზე.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება II მსოფლიო ომის მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ.

მოსწავლეებმა ერთი ადამიანის ცხოვრების მაგალითზე შეაფასეს ომის სისასტიკე და განიხილეს, რაოდენ უძლურია ადამიანი სასტიკი ეპოქის წინაშე. თითოეულმა მონაწილემ დიდი პასუხისმგებლობით მოამზადა პრეზენტაცია, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ ერთმანეთთან გაეზიარებინათ შეხედულებები, ემოციები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო არამარტო ისტორიის უკეთ გაცნობას, არამედ თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ჰუმანური ღირებულებების აღზრდას მოსწავლეებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...