ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მოსწავლე მაგამედ მაგამედოვი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 15- წლამდელთა შორის, საქართველოს ჩემპიონია
30-04-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ. 

მაგამედ მაგამედოვი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 15- წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია.

მოსწავლემ 44კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სპორტული მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მშობლიური სკოლა ულოცავს მას და მის აღმზრდელ მწვრთნელს - რაშიდ მაგამედოვს, ამ დიდ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...