ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე.
ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა, რომლიც ფარგლებში ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, კვირეულის ფარგლებში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შეასრულეს და შექმნეს ხელნაწერი ჟურნალი - „ენა ბურჯია ერისა“.
„ქართული ანბანი, ქართული ენა,
ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა!
ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ვუსურვებთ ჩვენს ერს, არასოდეს დაეკარგოს ქართული ენა!“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ნათლად გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოტოები: