„დავიცვათ ქართული ენა!“ - ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს
30-04-2025

ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება. ცხადია მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. ამ უმნიშვნელოვანეს ერტოვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

სკოლაში ქართული ენის ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებების სერიას აქტიურად შეუერთდნენ IV კლასის მოსწავლეებიც. მათ ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედაენის“ როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. 

მოსწავლეებმა ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი და ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს, მათი გზავნილია- „დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან, ვისაუბროთ სწორად“. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...