„სამეგრელო, მისი კულტურა და სამზარეულო“ - ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია  
30-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სწავლებისას პედაგოგები არაერთ მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავენ. 

ახლახან, ოროჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო საინფორმაციო პრეზენტაცია თემაზე - „სამეგრელო, მისი კულტურა და სამზარეულო“. პრეზენტაცია ისტორიის მასწავლებლის - გაიანე სანოსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებით აღმოჩნდა. 

პრეზენტაციაში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დამსწრეებს საინტერესო ინფორმაცია წარუდგინეს სამეგრელოს ადმინისტრაციული შემადგენლობის,ისტორიის,  ტრადიციების, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ. მოსწავლეებმა მოამზადეს ასევე მეგრული კერძები.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ღონისძიების ბოლოს მეგრული კერძები თავადვე დააგემოვნეს და ხოტბა შეასხეს საქართველოს ამ ულამაზესი მხარის კულრუტასა და ტრადიციებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...