უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის კვირეული საინტერესო ღონისძიებით დააგვირგვინეს
30-04-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება. ცხადია მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში ენის სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია გაიმართა, რაც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

კვირეული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებით დაასრულეს. 

ბავშვებმა წარმოადგინეს ნახატები გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან, საკუთარი ხელით  შექმნეს დედაენის“ მათეული ვერსია, ასევე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი. 

მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს, გამარჯვებულებს კი გადაეცათ სერტიფიკატები. სახალისო აღმოჩნდა გამოცნობანა ხატოვან გამოთქმებზე.

ღონისძიების დასასრულს კი ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ პატარები მშობლიურ ენას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...