
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით რაც, როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ვერონიკა ელოიანის ხელმძრვანელობით, მე- 8, მე- 11 და მე- 12 კლასელების მონაწილეობით, ჩატარდა საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვჰანნეს შირაზის დაბადებიდან 111-ე წლისთავს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და მისი პოეზიის მარგალიტები მხატვრულად წაიკითხეს და ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს. ასევე შეასრულეს სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამაგონებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: