„ვულოცავთ, მთელი გულით“- აფხაზეთის N10 სკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე ოთხოზორია ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა 
29-04-2025

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე ოთხოზორია ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ბრწყინვალე მომავალს უსურვებენ. 

„სკოლის  კურსდამთავრებულს - ქრისტინე ოთხოზორიას, ვულოცავთ ჩარიცხვას სრული დაფინანსებით მასარიკის უნივერსიტეტში, რომელიც არის ჩეხეთის რესპუბლიკის წამყვანი უნივერსიტეტი. ქრისტინე ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტმა მიიღო (Drexel University (ა.შ.შ. 135 $ ათასიანი დაფინანსებით), Berlin School of Business and Inovation (გერმანია), Cattolica University (იტალია) და კიდევ ელოდება პასუხს სხვა უნივერსიტეტებიდანაც, თუმცა მისი არჩევანი მასარიკზე შეჩერდა. 


სკოლის დირექცია, მასწავლებლები მთელი გულით  დიდ წარმატებას ვუსურვებთ ქრისტინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მისი წარმატებით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...