
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში 1915 წლის 24 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა სომხური ენის მასწავლებლის - ნაირა კუკოიანის ხელმძღვანელობით, თემატური პლაკატები დაამზადეს.
გაკვეთილების შემდეგ კი მოსწავლეებმა და სასკოლო საზოგადოებამ მიძინების ტბასთან ახლოს გორაზე აღმართული ჯვრის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ადგილას ყოველ წელს ამოდიან სოფლის მცხოვრებლები და პატივს მიაგებენ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: