
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგის, მაია გარსევანიშვილის, ინიციატივით ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ჩატარდა N212 და N213 საჯარო სკოლებს შორის.
საფეხბურთო მატჩი, მონაწილეობა მიიღეს მასპინძელი სკოლის მერვე კლასის და N213 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა.
მატჩი სპორტულ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. ასეთი სახის აქტივობები არამხოლოდ ამყარებს სკოლებს შორის ურთიერთობებს, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯან
საღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული უნარების განვითარებას.
აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდებისთვის, როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალური ჩართულობის კუთხით.