
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე.
გაკვეთილებს ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება და მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს აძლევს.
ახლახან, ისტორიის მასწავლებელმა - ჯონი მუშკუდიანმა მე-6 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები“.
გაკვეთილი ემსაუხრებოდა მნიშვნელოვან მიზანს - მოსწავლეებმა შეისწავლონ და გაითავისონ საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის მნიშვნელობა.
საგაკვეთილო პროცესი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, თითოეული აქტივობა მიზანმიმართული იყო მოსწავლის ეფექტური კომუნიკაციის, აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევების, ინფორმაციის ანალიზისა და კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები, გაკვეთილი დადებითად შეფასდა.
„წარმატებას ვუსურვებთ ჯონი მასწავლებელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: