
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა. კლასის დამრიგებელთან, ირინა კოსტავასთან ერთად მოსწავლეებმა დღესასწაული სიყვარულითა და ხალისით აღნიშნეს.
„აღდგომას გილოცავთ მე და ჩემი ონავრები!“ — ასე თბილად მიმართავს პედაგოგი თავის მოსწავლეებს და მათ მიერ შექმნილ ნამუსევრებს გვიზიარებს.
აქტივობა იყო სავსე ტრადიციული სიმბოლოებით, ბავშვური სიხარულით და მეგობრული გარემოთი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის ერთობლიობასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას.
იხილეთ ფოტოები