დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელის ეკლესიის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები დარგეს
29-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, სკოლაში დედამიწის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გარემოსდაცვით ღონისძიებას კვირეული მიეძღვნა, რომელიც ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა მოეწყო. 

მათ შორის, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის კოორდინატორის პედაგოგ ქრისტინე ჭაბუკიანის ინიციატივით, სოფელში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები დარგეს.

„დარგე - გაახარე, გაიზრდება - გაგახარებს“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203