მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აბაშელ შემოქმედთა პოეზიის საღამოზე ადგილობრივი პოეტების ლექსები სიხარულით ააჟღერეს
29-04-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას შეუერთდნენ. 

საბიბლიოთეკო  კვირეულის  ფარგლებში, ნორიოს ბიბლიოთეკაში მოეწყო აბაშელ  შემოქმედთა პოეზიის საღამო სახელწოდებით - „პოეზია სულის ამოძახილი“.

ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს ხათუნა ცომაიამ, მალხაზ გრიგოლიამ, ლია  მუსერიძემ,   ხათუნა კუჭავამ, ხათუნა სახვაძემ და ნანო შონიამ.

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე ვანო ჟვანიას და გივი ძველაიას ლექსებით წარდგნენ და მათი პოეზია მხატვრულად ააჟღერეს

აღსანიშნავია, რომ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ, რაც მათ ინეტერესებზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...