უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოსმონავტიკის დღე აღნიშნეს
29-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებით გამორჩეული და საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბავშვებისთვის მეტად შთამაგონებელი აღმოჩნდა.

ღონისძიება შემოქმედებითთან ერთად შემეცნებით ხასიათს ატარებდა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოამზადეს კოსმოსურ თემაზე შექმნილი პრეზენტაციები, ნახატები და მოდელები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ცოდნა, ისე ფანტაზია და შემოქმედებითი უნრები. ასევე შესრულდა მხიარული ცეკვები და მუსიკალური ნომრები.

ბავშვებმა არა მხოლოდ გაიმდიდრეს ცოდნა კოსმოსის შესახებ, არამედ შეიტყვეს მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.

ღონისძიება, რომელიც ბავშვების დაუვიწყარ შემეცნებით თავგადასავალად იქცა, პედაგოგ მალვინა ამირხანიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...