„ჩვენ ერთად ვზრუნავთ დედამიწაზე, იზრუნე შენც!“ - დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს 
29-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. 

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აქტიურად შეუერთდა სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ციცინო გუგავა. 

მან, მოსწავლეებთან ერთად, პლასტმასის ბოთლების გამოყენებით, ნივთებს აჩუქა მეორე სიცოცხლე.

ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და ხალისით შეასრულეს თითოეული აქტივობა, მიღებულმა შედეგმა კი მოსწავლეები დაარწმუნა, რომ  შეგვიძლია ნარჩენების დახმარებით უამრავი ღირებული და მნიშვნელოვანი ნივთი შევქმნათ, რომელსაც გამოვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„ჩვენ ერთად ვზრუნავთ დედამიწაზე, იზრუნე შენც!“,-ასეთია მოსწავლეთა მოწოდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203