შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში კი მხარდაჭერილი.
მათ შორის, ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგ რამაზ შეყილაძისა და ისტორიის პედაგოგის რატი ყიფშიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ისრაელის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ მხატვრულ კონკურსში. კონკურსის თემა გახლდათ - „80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან“.
მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები, სადაც გამოხატეს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება თემის შესახებ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ისინი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
იხილეთ ფოტოები: