„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და მრავალფეროვანი ეკოაქტივობები
29-04-2025

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ - ამ მოწოდებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. 

მათ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და გამოუშვეს კედლის გაზეთი, რომელშიც განიხილეს ეკოლოგიური პრობლემები, და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა. მრავალფეროვანი აქტივობები კი გარემოსდაცვითი ღონისძიებით დააგვირგვინეს და სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. 

მოსწავლეებმა ნათლად გააცნობიერებს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...