წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში კი წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
27 აპრილს, ქალაქ წალკაში „თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, გამართულ მძლეოსნობის (100 მეტრზე სირბილი) შეჯიბრში, სამების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა - დიმიტრი გულბანმა და თემო ჩხეტიანმა III ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს დიმიტრისა და თემოს ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში! ვთამაშობთ საქართველოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: