ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
29-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

24 აპრილს, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც სომეხი ხალხის გენოციდის 110-ე წლისთავს ეძღვნებოდა. 

მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შემდეგ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მოსწავლეებმა აანთეს სანთლები სოფელ ხავეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში და გაიხსენეს მილიონ ნახევარი უდანაშაულო მსხვერპლი. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI-XII კლასების მოსწავლეები. ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდნენ მათი დამრიგებლები.

სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებსა და მონაწილეებს. 

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 110 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...