ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასში დედამიწის დღეს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა 
29-04-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლა კვირეულით შეუერთდა. კვირეული მოიცავადა არაერთ საგანმანათლებლო თუ გარემოსდაცვით იანიციატივას

მათ შორის კვირეულის ფარგლებში, სკოლის III კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასა და ქართულ ენაში თემაზე - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებელი შორენა ჩაფიძე და ხელოვნების პედაგოგი - ვერა ლომიძე.

მოსწავლეებმა ნახატებით წარმოადგინეს თავიანთი თვალით დანახული ჩვენი პლანეტა. წაიკითხეს ვაჟა- ფშაველას- „დედამიწამ რა სთქვა“, იმსჯელეს, თუ რა ევალება თითოეულ ადამიანს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს დედამიწის მოვლის საქმეში.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ორგანიზებით კი მოსწავლეებისთვის, ჩატარდა „აფსაიქლინგის“ (ძველი ნიივთებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა) ვორკშოპი.

შეხვედრა დაიწყო საუბრით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის დაცვა და როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიური პატარა ქმედებებით დიდი ცვლილებების მოხდენა. მოსწავლეებმა ძველი პლასტმასის ბოთლები და ლითონის კონტეინერები საინტერესო და გამოსადეგ ნივთებად გადააქციეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...