ქუთაისის N36 სკოლის მე-3 კლასელებმა წიგნის ჩუქების ტრადიცია დაამკვიდრეს და დიდი მზრუნველობით შერჩეული ლიტერატურა ერთმანეთს საზეიმოდ გადასცეს
29-04-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლის მე-3 კლასელებმა უკვე დაამკვიდრეს წიგნის ჩუქების ტრადიცია. დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით შერჩეული ლიტერატურა საზეიმოდ გადასცეს ერთმანეთს. სამახსოვროდ წერილებიც დაურთეს, პირობაც არ დაავიწყდათ: „აუცილებლად წავიკითხავთ და მერე ერთმანეთს გავუზიარებთ შთაბეჭდილებებს!“

„წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია,ლიტერატურა ყველაზე მთავარი და ყველაზე გენიალური გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსაც აღნიშნულს შთააგონებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...