„მარად ცოცხალი ხელოვნება“- ქუთაისის N19 სკოლის ისტორიის მასწავლებლის - ნატო კლდიაშვილის ორგანიზებით, ისტორიულ მუზეუმში სასკოლო კონფერენცია გაიმართა 
30-04-2025

24 აპრილს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა თეორიული სასკოლო კონფერენცია თემაზე - „მარად ცოცხალი ხელოვნება“. 

კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის N19 სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნატო კლდიაშვილი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: მარიამ კირკიტაძე, გვანცა ჩიხლაძე, რეზი გოგლიჩიძე, სანდრო ქოჩიაშვილი, ნარიამ ბაქრაძე,მარიამ სადილიანი , ნინი გოგლიჩიძე, მარიამ ბასილაძე, ნატალი როინიშვილი, ანი ხარატიშვილი, დავით ლაფერაძე, თინათინ ამბროლაძე.

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. 

წარმოდგენილ პრეზენტაციებში მსმენელმა იმოგზაურა ტიტანთა და ტირანთა ეპოქაში. ერთხელ კიდევ გაცოცხლდა როგორც ევროპელ, ისე ქართველ გენიოს მხატვართა უკვდავი შედევრები.

სკოლაში მადლობას უხდიან, მოსწავლეებს აქტიურობისთვის და მათ ხელმძღვანელს საინტერესო ინიციატივისთვის. 

„მადლობა პრეზენტატორებს და მათ ხელმძღვანელს ამ ულამაზესი დღისათვის და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადილეს ქალბატონ ნონა ქარციძეს და თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...