„პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება 5 წლით აგეკრძალებათ თუ ნარკოტიკული საშუალების გამოყენება დაგიმტკიცდებათ“, - აღნიშნულის შესახებ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ვკითხულობთ.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
გარდა ამისა, პირს 5 წლით ჩამოერთმევა:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
საადვოკატო საქმიანობის უფლება;
საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
პასიური საარჩევნო უფლება;
იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.